ოთარ რამიშვილი – ფუტკარი

826

Otar Ramishvili – Futkari

G Bm Am D7 G
მზე აყვავებულ ცაცხვებს დაჰხარის
Bm Am D7 G
სურს სურნელება საამოდ ნამოს
E7 Am B7 Em
.. ფუტკარი როგორც აფთიაქარი
C D6 /4 D7 G
ყვავილებისგან გვიმზადებს წამალს X2

მე ფუტკრის ზუზუნს გულს ვუთმობ ბინად,
გული ჰანგების შუქით გამთბარა.
ჩემს და მზეს შორის ფუტკარი ფრინავს,
როგორც სიცოცხლის ელჩი პატარა.

იფრინე ქვეყნად, იფრინე ქვეყნად,
რომ მუდამ გეთქვას შენი სათქმელი,
ამაზე კარგი რა უნდა იყოს
კაცს თაფლი მისცე, ღმერთს კი სანთელი

მე შენ დაგეძებ ჩემო ოცნებავ,
მინდა მოგიძღვნა ყვავილთა კონა
შენა ხარ ჩემი მანათობელი
ცისკრის ვარსკვლავო, შენი ვარ მონა.

მე შენ დაგეძებ, უნდა გიპოვნო
შენზე უმანკო ქალი სად არი
დედოფალი ხარ შენ ქალთა შორის
ვერ მიპოვნია სიტყვა სადარი.

ახლაც წინ მიდგას შენი თვალები
თვალები მწველი, ალერსის მგვრელი,
.. ჩემო ოცნებავ, ნუ მემალები
მე შენ დაგეძებ, მე შენ გიმღერი X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 9.5/10 (76 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +31 (from 37 votes)
ოთარ რამიშვილი - ფუტკარი, 9.5 out of 10 based on 76 ratings
Comments