მეხუთე სეზონი – ზეცას შახენეო აპარეკავ

671

Mekhute sezoni – Zetsas shakheneo aparekav
((ჯგუფი შეიქმნა ალუდა ქეთელაურის & გიორგი გოგოჭურის თაოსნობით
ტექსტი: გიორგი არაბული)

Em ……………………. Bm
“ზეცას შახენეო აპარეკავ,
Em ……………………………………… Bm
მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,”
Em …………………………………….. Bm
“ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ,
Em ……………………………. Bm
ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!”
G ………………………………………. A
“დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო,
Bm
ღამე გავიტანათ საუბარით.”
Em …………………………. A
“ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო,
Bm
მამშორდ გაიგონე ნაუბარი!”

ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას,
მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ,
“ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ,
ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.”
ღამე უტეხია მათ საუბარს,
დილა გათენებულ ნამიანი,
რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს,
ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი.
სწორფერმ მიუტანა ბოთლით არაყ,
დილამ შუადღისკენ გაიწია,
კაცმა ყანწით სასმელ გადაცალა,
მერე ეშმაკურად ჩაიცინა.
ქალმა ლუკმა მისცა… თავ დახარა,
“კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა…”
სასმელმ კაცის გონი გადაფარა,
(თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და…)
“… რაებს ვაზრობ ღმერთმა მარისხას და…” –
შერცხვა, გადაეკრა სახადის ფერ,…
ნელა გადავიდა დათვისჯვარს და
ბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 9.5/10 (331 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +115 (from 129 votes)
მეხუთე სეზონი - ზეცას შახენეო აპარეკავ, 9.5 out of 10 based on 331 ratings
Comments