ზამთარი იდგა მთაშია

Zamtari idga mtashia
(ტექსტი: ლადო ჭინჭარაული)

F#__________B_________________F#

,,ზამთარი იდგა მთაში და ხევებში ქარი ღმუოდა. . ….

B__________F#_________Em

დაობლებული მგლის ლეკვი ბრაზმორეული ყმუოდა. . .
მამიკლეს მშობელ ტივლებმა, კაცმა და მისმა მურიამ.
გამჩენის სისხლს არ შავარჩენ, შურისძიება მწყურია!
მეც იმის კვალზე გავყვები; არც მე მოვიბამ საბელსა!
კაც ფეხქვეშ არ გავეგები, არ ვიზავ არა საქნელსა!
არ გავუხარებ საქონელს! ცხვრებსაც დავაჭრი ყელებსა!
ჭედილებს გამოვუფატრავ! ბატკნებს ვუტირებ დედებსა!
მიმოდიოდნენ ღრუბელნი. . . მთვარე ხანდახან ჩნდებოდა.
დაობლებული მგლის ლეკვი, ყმუილით იქადნებოდა. . .
ძაღლად არასდროს ვიქცევი! კაცის დარაჯი, მცველია.
არ შევჭამ სხვისა ნარჩენებს! თუნდ ტყვია მამხვდეს ცხელია.
არასდროს არ გავიწვრთვნები, არ გავიზრდები ჯაბანი!
მგლების კანონებს გავყვები. იამაყებენ პაპანი!
თავს არვის არ მოვუდრეკავ! რადგან ცხოვრება მგლურია!
და თუ ამ წესებს გადავალ, მაშინ გავხდები მურია. . .
ზამთარი იდგა მთაში და, ხევებში ქარი ღმუოდა. . .
დაობლებული მგლის ლეკვი სიბრაზისაგან ყმუოდა. . .

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 9.1/10 (19 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +11 (from 11 votes)
ზამთარი იდგა მთაშია, 9.1 out of 10 based on 19 ratings

Similar Articles

  • Mariette

    romeli simgeraa? iqneb dalinkot 🙂
    da kidev me ratom ver vamateb akordebs,arada titqos yvelafers sworad vaketeb -_-

    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0.0/5 (0 votes cast)
    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0 (from 0 votes)
  • გთხოვთ მიუთითოთ ავტორი და ასევე აუდიო ან ვიდეო მასალის ბმული. წინააღმდეგ შემთხვევში ამის გამოქვეყნებას აზრი არ აქვს და მოცილებული იქნება საიტიდან…

    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0.0/5 (0 votes cast)
    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0 (from 0 votes)
Top