ბუბა – ბოლო წერილი

BooBa (Grafiti) – Bolo tserili
ბუბა (ნუგზარ აბაზოღლი / გრაფიტი) – ბოლო წერილი

სულ ეს აკორდებია – ( Am  F  G  Em  )

 

Am
მეგობრობდნენ მერე შეუყვარდათ ერთმანეთი
F
არაფერი არ უნდოდათ ერთად ყოფნის მეტი
G
არაფერი ახარებდათ ერთად ყოფნის გარდა
Em
უბრალო მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა!

Am
არ ჰყავდათ არავინ ერთმანეთზე ძვირფასი
F
ორივემ იცოდა ერთმანეთის ფასი
C
ასე ხდება როცა სიცოცხლეზე მეტად გიყვარს
Em
როცა ის ერთი აღარ არის შენთვის ვიღაც !

როცა ის ერთი ცხოვრების აზრი ხდება
როცა იმ ერთის გარდა სხვა არავინ არ გჭირდება
უყვარდათ ერთმანეთი კარგად იყო ყველაფერი
ვერ დააშორებდათ ამ ქვეყნად თითქოს ვერაფერი.

Am
მაგრამ ერთ დღეს ბიჭმა წერილი დაუტოვა
F
გშორდები მაპატიე არაფერი გამოგვივა
G
უბრალოდ სხვა შემიყვარდა ასეა მართლაც
Em
აღარ დამიკავშირდე დამივიწყე კარგად

ბიჭთან სახლში მივიდა კარები არავინ გაუღო
რამდენჯერ დაურეკა ყურმილი არავინ აიღო
უნდოდა ეკითხა რატომ მომექეცი ასე
ჩემი ცხოვრება რას დაამსგავსე.

აბონენტი მიუწვდომელია თითქოს გაქრა
არც სამსახურში არც ქალაქში აღარ ჩანდა
სად იყო როგორ იყო არავინ იცოდა თავიდან.
მერე იძახდნენ რომ საზღვარ გარეთ წავიდა
ამბობდნენ შორს ევროპაში ცხოვრობსო
ცოლიც მოიყვანა არაფერი ადარდებსო
გოგო ცუდად იყო დეპრესიაში ჩავარდა
არაფერი ახარებდა ცხოვრების აზრი დაკარგა.
ცხოვრობდა მოგონებით წარსულზე ფიქრებით
გონება სავსე იყო შავ-თეთრი სიზმრებით
ექიმებმა თითქოს ვერაფერი უშველეს
არ იკარებდა არავის არც დაქალებს არც მშობლებს.

დრო გავიდა ყველაფერს შეეჩვია თითქოს
აღარ იხსენებდა იმ ბიჭს აღარც იმ დროს
ყველაფერი ცუდი ჩააბარა წარსულს
ის ბიჭიც აღას უყვარს აღარც სურს.
აპატია გულის ტკენა დაივიწყა ყველაფერი
მე გპატიობ, ღმერთმა გაპატიოს დანარჩენი
არასდროს არ ეგონა თუ სიყვარლს შეძლებდა
კითხვებზე პასუხს თავის თავში ეძებდა.

ბედმა სხვასთან შეახვედრა სხვა ბიჭი გაიცნო
მეორედ დაიბადა ცხოვრება ახლიდან დაიწყო
მერე გათხოვდა ქორწილიც გადაიხადეს დიდი
ისევ ბედნიერია ცხოვრება გახდა მშვიდი.
ისევ უყვარს ისევ ცხოვრებას მიეცა აზრი
ღმერთმა არ გაწირა მას მისცა შანსი
უფრო ბედნიერიც არის რადგან შვილიც ეყოლა
ასე თუ მოხდებოდა არასდროს არ ეგონა.

მაშინ როცა შვილი 5 წლის გახდა
ისევ ერთი “ნო” ცხოვრებაში გაჩნდა
მოუვიდა წერილი გამოიცანით ვისგან?
ცხოვრება რომ დაუნგრია ხო იმ ბიჭისგან
სიმწრისგან გაეცინა წერილი გახსნა
თან მოწყენილი თან ღიმილით დაიწყო კითხვა
ბოლომდე რომ მივიდა წამოუვიდა ცრემლები
წერილში კი ეწერა სიტყვები შემდეგი:
“გამარჯობა სიხარულო კარგად ხარ იმედია,
ამ წერილის კითხვა შენთვის ალბათ ძნელია
ვიცი წარსულში გული მწარედ გატკინე
წავედი, მიგატოვე და წერილი დავწერე
ვითომ სხვა შემიყვარდა შორს წავედი ვითომ,
მე შენ არ მიყვარდი როგორ ფიქრობ
ხომ იცოდი შენს იქით ვერავის ვერ ვხედავდი
გულს ვერ გატკენდი ამას ვერ გავბედავდი.

შენით ვარსებობდი მე შენით ვსუნთქავდი
სხვა არ მყვარებია მე შენ სულ მიყვარდი
ვიცი გული გატკინე ვიცი მიგატოვე წავედი
ისე რომ მხოლოდ წერილი დავტოვე.
იცი იმავე დღეს ეს წერილი დავწერე
მაპატიე სიმართლის თქმა პირში ვერ გავბედე
დავაბარე წლების შემდეგ მოეცათ შენთვის
ეს წერილი რომელიც სიმართლეს გეტყვის.

მაშინ როცა საერთოდ დამივიწყებ
მაშინ როცა ცხოვრებას ახლიდან დაიწყებ
ვიცი ახლა ტირიხარ მეც ვტიროდი მაშინ
სიმართლეს გეტყვი საქმე იყო იცი რაში.

ექიმებმა მითხრეს რომ ბევრს ვერ ვიცოცხლებ
მითხრეს რომ კიბო მაქ მორჩა სიცოცხლე
მერჩევნა ტყუილი ვიდრე სიმარტლე მეთქვა
შენ გული გეტკინა ჩემი საერთოდ აღარ ფეთქავს.

იმედია მაპატიებ, გამიგებ იმედია
მაპატიე მოგატყუე, სხვა არ მყვარებია
მაპატიე ვერ ჩაგაცვი თეთრი კაბა
მაპატიე რომ არ მქვია შენი შვილის მამა.

განაგრძე ცხოვრება, მომავალზე იფიქრე
ჩემი ბოლო წერილიც უბრალოდ დაივიწყე
ვერას ვიზავთ ალბათ მეტის ღირსი არ ვიყავ
იბედნიერად სიხარულო კარგად იყავი !!”

 
რითმი:
↓ ↓ ↑ ↑ ↑ ↓ ↓
(ოდნავ სწრაფი და ჩაკეტვებით)

 

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 9.4/10 (62 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +25 (from 27 votes)
ბუბა - ბოლო წერილი, 9.4 out of 10 based on 62 ratings

Similar Articles

  • Ramazi543

    aha danapirebic avasrule :DDD

    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0.0/5 (0 votes cast)
    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0 (from 0 votes)
  • Ramazi543

    ai chemi danapirebic avasrule boba – Bolo wrili !

    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0.0/5 (0 votes cast)
    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0 (from 0 votes)
  • Ramazi543

    turames vergaigebT momwereT skype : ramazi543

    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0.0/5 (0 votes cast)
    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0 (from 0 votes)
  • W2S

    დიდი მადლობა.

    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0.0/5 (0 votes cast)
    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0 (from 0 votes)
  • kai namushevaria dzmao

    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0.0/5 (0 votes cast)
    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0 (from 0 votes)
  • kaxe1o

    dzma shegidzliat ase rom gicqer magis akordebi dadot

    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0.0/5 (0 votes cast)
    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0 (from 0 votes)
  • გურამი

    სგ ძმახარ რა

    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0.0/5 (0 votes cast)
    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0 (from 0 votes)
  • Fox

    kai kai prosto teqstis dzamaxsovrebaa dzneli 😀

    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0.0/5 (0 votes cast)
    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0 (from 0 votes)
Top