მარიამ ელიეშვილი – ჩვენ ახლა ერთურთს

502

Mariam Elieshvili – Chven ekhla erturts
(რადიო “დარდიმანდის” ექსკლუზივი FM 97,1
ტექსტი: მინდია არაბულის ლექსის “უცნობი ქალისადმი”-ს მიხედვით
მუსიკა: ხალხური)

Fm Bm Fm E7
ჩვენ ახლა ერთურთს სიყვარულის თვალებით ვუმზერთ,
და ვინ რა იცის ვის გულში რა ცეცხლი გიზგიზებს…
უნდობლად დამკარ ნანდაურის ნანატრი მზერა,
შევბარბაცდი და გულიანად გადვიკისკისე.

რა საცნაური გახდი ჩემთვის, არ ვიცი ვინ ხარ,
თვალს რომ მარიდებ ჩემო კარგო, ხომ არა სცოდავ…
მე ჩემი გზა მაქვს, გატყობ შენაც თავისით მიხვალ,
მერე რა, თუკი სიყვარულზე გიმღერე ცოტა.

მეტი გზა არ მაქვს, ამოვიკრავ ფეხზე წრიაპებს,
შეგსვამ ცხენზე და ტყვე ქალივით აგავლევ არაგვს…
რას სჩადი ქალავ, ე რაღა დროს ამაწრიალე,
რად დამაჯერე სიყვარულს რომ ასაკი არ აქვს.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 9.5/10 (345 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +146 (from 156 votes)
მარიამ ელიეშვილი - ჩვენ ახლა ერთურთს, 9.5 out of 10 based on 345 ratings
Comments