გიტარის აწყობა

 

 

როგორც იქნა დაგიბრუნდით, მეგობრებო. არვიცი, როგორ მოვახერხებ თქვენი თხოვნების ასრულებას, სტუდენტობის პერიოდში, მარგამ თუ მოვიცალე აუცილებლად ავასრულებ.

იყო ესეთი ,თხოვნა , როგორ ავაწყოთ გიტარა სმენაზე?

 

გიტარაზე, რომ დაუკრათ სჭიროა მისი აწყობა. უნდა ვიცოდეთ, სიმს რაც უფრო დაჭიმავთ ბგერა უფრო ამაღლდება და პირიქით. სუსტად დაჭიმულ სიმს ცუდი ჟღერადობა აქვს, ხოლო ძლიერად დაჭიმულ სიმს მკვეთრი და ძლიერი. ( იცოდეთ) ძლიერად დაჭიმული სიმი შეიძლება გაწყდეს, აგრეთვე ძნელია მასზე დაკვრა, რადგან თითებს ტკენს. ამისათვის საჭიროა დაიცვათ ბგერის ერთი და იგივე სიმაღლე.

პირველი სიმი.

პირველი სიმის აწყობა ხდება კამერტონის მეშვეობით, რომელსაც აქვს „ლა“ ბგერა.  (კამერტონი იყიდეთ 10-15 ლარი ღირს) . ასევე შრგიძლიათ სხვა ინსტრუმენტით ააწყოთ, მაგალითად ფორტეპიანოს პირველი ოქტავის „მი“ ბგერა და გიტარის პირველი სიმი უნდა აჟღერდეს ერთი და იგივე სიმაღლით . ე.ი უნისონში. კამერტონის „ლა“ ბგერა და მეხუთე ლადზე დაჭერილი პირველი სიმი უნდა აჟღერდეს ერთნაირად.

 

მეორე სიმი

მეორე სიმს დააჭერთ მეხუთე წყობაზე(ლადაზე), მისი ჟღერდობა უნდა უდრიდეს პირველი თავისუფალი სიმის ჟღერადობას, ე.ი უნდა ჰქონდეს „მი“ ბგერა. ამავე დროს, მეორე თავისუფალი სიმის ჟღერადობა იქნება „სი“

მესამე სიმი

მესამე სიმს დააჭერთ მეოთხე წყობაზე(ლადაზე), მისი ჟღერდობა უნდა უდრიდეს მეორე თავისუფალი სიმის ჟღერადობას, ე.ი უნდა ჰქონდეს „სი“ ბგერა. ამავე დროს, მესამე თავისუფალი სიმის ჟღერადობა იქნება „სოლ“

მეოთხე სიმი

მეოთხე სიმს დააჭერთ მეხუთე წყობაზე(ლადაზე), მისი ჟღერდობა უნდა უდრიდეს მესამე თავისუფალი სიმის ჟღერადობას, ე.ი უნდა ჰქონდეს „სოლ“ ბგერა. ამავე დროს, მეოთხე თავისუფალი სიმის ჟღერადობა იქნება „რე“

მეხუთე სიმი

მეხუთე სიმს დააჭერთ მეხუთე წყობაზე(ლადაზე), მისი ჟღერდობა უნდა უდრიდეს მეოთხე თავისუფალი სიმის ჟღერადობას, ე.ი უნდა ჰქონდეს „რე“ ბგერა. ამავე დროს, მეხუთე თავისუფალი სიმის ჟღერადობა იქნება „ლა“

მეექვსე სიმი

მეექვსე სიმს დააჭერთ მეხუთე წყობაზე(ლადაზე), მისი ჟღერდობა უნდა უდრიდეს მეხუთე თავისუფალი სიმის ჟღერადობას, ე.ი უნდა ჰქონდეს „ლა“ ბგერა. ამავე დროს, მეექვსე თავისუფალი სიმის ჟღერადობა იქნება „მი“

==========================

თუ ეგრე ვერ მოახერხეთ გადმოწერეთ ეს პროგრამა, მარტივად გაუგებთ და ააწყობთ გიტარას, AP TUNER 

დაყენების შემდგომ ვაჭერთ use white out registration  და მზადაა.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––

დამამატეთ თხოვნებისათვის facebook 

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 8.8/10 (59 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +11 (from 15 votes)
გიტარის აწყობა, 8.8 out of 10 based on 59 ratings

Similar Articles

  • Sulxan Megrelishvili

    au admin jigarixar madloba

    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0.0/5 (0 votes cast)
    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0 (from 0 votes)
  • Nick Surmava

    Always at your service : )

    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0.0/5 (0 votes cast)
    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0 (from 0 votes)
  • coff3e

    au jgufi yvela-mogeferebi amis akordebi dadet ra

    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0.0/5 (0 votes cast)
    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0 (from 0 votes)
  • xatia laliashvili

    აუ მე ვერ გადმოვწერე კამერტონი,დამეხმარეტ რა გთხოვთ

    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0.0/5 (0 votes cast)
    VA:F [1.9.22_1171]
    Rating: 0 (from 0 votes)
Top