ალუდა ქეთელაური – დედი მე მოვკვდი და…

700

Aluda Ketelauri – Dedi me movkvdi da…

 

Am ——————– Dm
დედი სახვალიოდ საგძალ გამიმზადე
E7
უნდა გადავიარ ჭიუხვ ნისლიანი
Am ——————– Dm
კაი რაად სდარდობ აღარც ბალღი ვარ და
E7
თოვლიც ცოტაღაა შავი და ჭიანი

Am ….
დედი,
გახსოვს ალბათ,
ეს რომ გითხარი და
დილას ნაბილიკარს,
ავჰყევ დეკიანის.
მაინც არ იშლიდი,
მაინც ჩამაცმიე,
პაპის ქალბანნი და
პერანგ ჯვრებიანი.
დედი, გეფიცები,
ხარჯიხვ დავთოფე და
მერე გადმაფრენილ,
ქარაფს დავეკიდე.
დედი მაპატიე,
სანამ დავენარცხე,
შენზე ვფიქრობდი და
ალბათ სხვებზეც კიდევ.
დედი,
მე მოვკვდი და
ესეც მაპატიე,
იცი?!
იმ ხარჯიხვსაც,
შუნი დასტიროდა.
ახლა,
ალბათ მამაც,
ჭიქას აიღებს და
ჩემი მასპინძლობით
იტყვის უდროოთას.
დედი,
ჩემ საფლავზე,
იმ შენ იასამნებს,
უდგათ პერიოდი,
ლურჯად შეფერების…
იცი?!
ყოველღამე შენთან მოვდივარ და
შენ თმაში ჭაღარებს,
ჩუმად ვეფერები…

 

რითმი: ↓ ↑↓ ↑↑↓ ↓↑↓↑

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 9.4/10 (123 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +31 (from 31 votes)
ალუდა ქეთელაური – დედი მე მოვკვდი და..., 9.4 out of 10 based on 123 ratings
Comments