ზაქარია ფალიაშვილი – ღვინოვ კახურო

Zacharia (Zachary) Paliashvili – Ghvinov Kakhuro
(from opera “Daisi”, part “Tsangala”)
(ოპერა “დაისი”-დან, ცანგალა)

ღვინოვ, კახურო, ვარ შენი მსმელი,
გინდ თეთრი იყო, გინდა წითელი!
სუფრაზე ვზივარ, შენს ნახვას ველი,
ისე არ ვარგა ოქროს საჭმელი.

ღვინოვ, ყოველ დღეს საგონებელო,
მკვდრისა და ცოცხლის მანათობელო,
სევდიან გულის სამკურნებელო,
სუფრის ლაზათო, დამშვენებელო.

ღვინოვ, დაგლოცა უფალმა ჩვენმა,
ქვეყნის მოარსმა, ზენარ გამჩენმა,
ბევრნი დაათრო მაგ ყურძნის წვენმა,
ცოდვილნი ჰკურნა სრულ ძალმა შენმა.

ღვინოვ, ყოველ კაცს გულს მოულხინებ,
ცუდ-უბრალო გზებს მაშინ უჩვენებ,
გინდ ბრძენი იყოს, მაინც აცდუნებ,
ზოგსა ძილს მოჰგვრი, ზოგს არ ასვენებ.

ღვინოვ, ლამაზო, მსურს შენი ქება,
გთხოვ, არ წამართო სმაში გონება,
დავით გივიშვილს მომეც შნოება,
ერთგული მსმელი მოგეწონება!

Loading...

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.



კარაოკე ვერსია:

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +2 (from 2 votes)
ზაქარია ფალიაშვილი - ღვინოვ კახურო, 10.0 out of 10 based on 1 rating

Similar Articles

Top