ცისფერი ტრიო – საქართველო

Tsisperi Trio - Sakartvelo _____________ ქარი გმღერის ნანასა, ____________________ ზღაპარს გიამბობს ჭადარი. ________________ ძეწნამ ალერსით ამავსო, _________________ ეჭვებით ნაავადარი… მის: ____________ საქართველო ლამაზო ____________________ სხვა საქართველო სარ არის?! ____________ საქართველო ლამაზო __________________ სხვა საქართველო სარ არის?! მინდვრები, ქართლის მინდვრები, ქედები მხარგაშლილები მთაში ტყე დანაბინდები, ტყეში ქორბუდა ირმები… http://www.youtube.com/watch?v=_i0b_fmQQJY

ცისფერი ტრიო – სულიკო

Tsisferi Trio - Suliko საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!.. გულამოსკვნილი ვჩიოდი: „სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“ ეკალში ვარდი შევნიშნე, ობლად რომ ამოსულიყო, გულის ფანცქალით ვკითხავდი: „შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“ ნიშნად თანხმობის კოკობი შეირხა… თავი დახარა, ცვარ-მარგალიტი ციური დაბლა ცრემლებად დაჰყარა. სულგანაბული ბულბული ფოთლებში მიმალულიყო, მივეხმატკბილე ჩიტუნას: „შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“ შეიფრთქიალა მგოსანმა, ყვავილს ნისკარტი შეახო, ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა, თითქოს სთქვა: „დიახ, დიახო!“ დაგვქათქათებდა ვარსკვლავი, სხივები გადმოსულიყო, მას შევეკითხე შეფრქვევით: „შენ ხომ არა ხარ სულიყო?!“ დასტური მომცა ციმციმით, სხივები გადმომაყარა და იმ დროს ყურში ჩურჩულით ნიავმაც ასე მახარა: „ეგ არის, რასაც ეძებდი, მორჩი და მოისვენეო! დღე დაიღამე აწ ტკბილად და ღამე გაითენეო! „სამად შექმნილა ის ერთი: ვარსკვლავად, ბულბულ, ვარდადო, თქვენ ერთანეთი რადგანაც ამ ქვეყნად შეგიყვარდათო“. მენიშნა!.. აღარ დავეძებ საყვარლის კუბო-სამარეს, აღარც შევჩვი ქვეყანას, აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს! ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ, ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა და, რასაცა ვგრძნობ

ცისფერი ტრიო – ზამთარი

Tsisferi Trio - Zamtari (ტექსტი: თამაზ ჯორბენაძე) ზამთარია სიცივეა, შემოდგომა მიდის, მეშინია სიცივისა, ზამთარში რომ მოდის... .. შარშან უფრო საშინელი, ცივი ქარი ქროდა, მაგრამ მაშინ ჩემთან იყავ, სულ არ მეშინოდა X2 ნუთუ მართლა შეგეშინდა ზამთრის სიცივისა, მაშინ რატომ მიმატოვე, ვის მივმართო ვისა? ვინ გაგითბო, ვინ გაგითბო,

ცისფერი ტრიო – თამთა

Tsisperi Trio - Tamta მე იმ დღეებს ვერ ვივიწყებ იმ გაფრენილ წამთა როცა გულში მიუწვდომლის სიახლოვე მწამდა ახლა ვდგავარ შავ უფსკნულთან პირდაღებულ ხრამთან თამთა სად ხარ საოცნებო გაფრენილო თამთა გაზაფხული ვეღარ უძლებს სულში ჩამკვდარ ზამთარს მე უშენოდ დარშიც მყინავს თამთა თამთა თამთა შენ საძებრად ღრუბელივით ხევ - ხევ ვივლი მთა - მთა ცხრა მთას იქით გაფრენილო საოცნებო თამთა. http://www.youtube.com/watch?v=sSopHqvJkdA